მოდა

ნიუ-იორკში წუხელ Moschino-ს ახალი, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა

Nusagi

ნიუ-იორკში წუხელ Moschino-ს ახალი, გაზახხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელზეც სუპერმოდელების მთელი თანავარსკვლავედი შეიკრიბა. ღია ფერის კოსტიუმები, რომელზეც ზღაპრული პერსონაჟები იყვნენ გამოსახული, პოდიუმზე ირინა შეიკმა, ჯიჯი ჰადიდმა, ტეილორ ჰილმა, ვინი ჰარლოუმ და სხვა მოდელებმა წარმოადგინეს.

კოლექცია 90-იანი წლების ნიუ-იორკს მიეძღვნა, სწორედ იმ პერიოდში გადავიდა დიზაინერი მეგაპოლისში საცხოვრებლად კანზასიდან. გარდა ამისა, უჩვეულო, ნახატებიან კომპლექტების შექმნისას, მისი ინსპირაცია იყო მსახიობი ფრენ დრეშერი სერიალიდან „ძიძა“.

კერძოდ, დიზაინერი შეეცადა შეექმნა საკულტო პატარა კოსტიუმები, რომელიც იმ დროს ფრანკო მოსკინოს ხელწერა იყო და დრეშერს ეცვა.

გარდა ამისა, კოლექციაში წარმოდგენილი იყო ტრიკოტაჟის შორტები, კაბები ჯაჭვებითა და კორსეტით, პალტო მრგვალი საყელოთი და სხვადასხვა ფორმის ჩანთები.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,422 ნახვა
%d bloggers like this: