სამართალი

პირი, რომელიც ბანკის ფილიალში შეიჭრა, თელავში, სასტუმრო old teavi- ის მზარეული იყო

Nusagi

ყვარელში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. დაკავებული შალვა მელიქიშვილი წლების განმავლობაში თელავში , სასტუმრო „old teavi“- ის მზარეული იყო. ინფორმაციას imedinews ავრცელებს.

სასტუმროს წარმომადგნელის, შოთა დემინაშვილის განმარტებით, მელიქიშვილს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები სწორედ ამის შემდეგ შეექმნა.

„ჩემთან მუშაობდა. სამუშაოდ ავიყვანე, რადგან კარგი მზარეული იყო და სამსახურთან ახლოს ცხოვრობდა. ორი წლის წინ გავუშვი სამსახურიდან. ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. არ არის გამორიცხული ბანკში შეჭრამდე სწორედ ამ მდგომარეობაში ყოფილიყო“, – განაცხადა შოთა დემინაშვილმა.

შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,449 ნახვა
%d bloggers like this: