მეცნიერება

2021 წლის „შნობელის პრემია“ წვერის ფუნქციის მკვლევარებს მიენიჭა

Nusagi

სამ ამერიკელ მკვლევარს სახუმარო „შნობელის პრემია“ მიენიჭა მისთვის, რომ მამაკაცებში წვერის ფუნქცია მუშტებით ჩხუბის დროს თავდაცვას დაუკავშირა.

ბიოლოგებს იტან ბასერისს, სტივენ ნეიულუეის და დევიდ კერიერს პრემია ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ერიკ მასკინმა გადასცა. „ჰიპოთიზისთვის, რომლის თანახმადაც ადამიანები წვერს უშვებდნენ, რათა თავი დაეცვათ სახეში დარტყმისგან“, მკვლევარებმა ქაღალდის მონეტა მიიღეს. 

ბიოლოგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები ადამიანის თავის ქალაზე , რომელიც ცხვრის ბეწვით დაფარეს. და დაადგინეს, რომ სახეზე თმები დარტყმის ენერგიის 37%-ს შთანთქავს. კვლევის იდეა დაიბადა მეცნიერებს შორის წარმოშობილი დავისა და ჩხუბის შემდეგ. 

პრემიის სხვა ლაურეატებს შორის არიან – მეცნიერებათა დოქტორი შვედეთიდან, რომელმაც ჩაატარა ხმის სპექტრის ანალიზი, რომელსაც სახლის კატები გამოსცემენ. ბიოლოგიის დარგში პრემია მას 2001 წლის ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა გადასცა. 

ეკოლოგიის დარგში ჯილდო გადეცა ესპანეთისა და ირანის მეცნიერთა ჯგუფს, რომლებმაც მსოფლიოს 5 ქვეყანაში, ტროტუარებზე შეგროვებული საღეჭი რეზინების ბიოლოგიური ანალიზი ჩაატარეს.

მედიცინაში ჯილდო მიიღეს მკვლევარებმა, რომლებმაც დაადგინეს, რომ ორგაზმი ცხვირის გაჭედვას შველის. 

ეკონომიკაში ლაურეატები გახდნენ ევროპელი სპეციალისტები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ პოლიტიკოსების გასუქება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში კორუფციასთან.

ქიმიის დარგში მიღწეული წარმატებისთვის პრემია მიიღეს გერმანელმა, ბრიტანელმა, ბერძენმა და ავსტრალიელმა მეცნიერებმა. მათ შეისწავლეს კონოთეატრებში ჰაერის ქიმიური შემადგენლობა, რათა გაეგოთ, არსებობს თუ არა კავშირი ფილმში ნაჩვენებ ძალადობასა და მაყურებლების მიერ სეანსის დროს გამოყოფილ სუნებს შორის. 

„შნობელის პრემია“-პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს- ნობელის პრემიის პაროდიაა. „ანტი-ნობელის პრემია 1991 წლიდან გაიცემა „დამსახურებისთვის, რომელიც თავიდან ღიმილის მომგვრელია, მერე კი, დამაფიქრებელი“. 2021 წელს შნობელის პრემიის დაჯილდოების 31-ე ცერემონია ონლაინ გაიმართა. მისი ლაურეატები გახდნენ 24 ქვეყნის მეცნიერები. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,424 ნახვა
%d bloggers like this: