პოლიტიკა

არც „ნაცმოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“ არაა დაინტერესებული, რომ ახალი მოთამაშეები გაჩნდნენ

Nusagi

აშკარაა, რომ დღევანდელ ჩვენს პოლიტიკურ რეალობას, ბარიერის ჩამოწევა სჭირდება, რამეთუ ორი მსხვილი პარტია, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალურ მოძრაობა,“ დაინტერესებული არის პოლარიზაციით და საერთოდ, პოლიტიკური ველის ჩაკეტვაში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ველზე ახალგაზრდები გამოჩნდნენ, რომ მათ ხვალინდელი დღე ჩაიბარონ.

როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ძალადობრივი მეთოდით ხელისუფლების ცვლილების შედეგად, საქართველო სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდა.

„აშკარაა, რომ დღევანდელ ჩვენს პოლიტიკურ რეალობას, ბარიერის ჩამოწევა სჭირდება, რამეთუ ორი მსხვილი პარტია დაინტერესებული არის პოლარიზაციით და საერთოდ, პოლიტიკური ველის ჩაკეტვაში. ასე რომ, არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“ არაა დაინტერესებული, რომ ახალი მოთამაშეები გაჩნდნენ. შესაბამისად, დემოკრატიის ლოგიკა არის ასეთი, რომ კარგი იქნება თუ ჩვენ ამ ველს გავუხსნით ახალ მოთამაშეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ამიტომ არის, რომ ჩვენ ამდენი ახალგაზრდა გვყავს და ვცდილობთ, მათი ჩართულობა პოლიტიკაში სულ უფრო და უფრო მეტი იყოს. ამ ახალგაზრდებმა ხვალინდელ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და დღეს უნდა მივაჩვიოთ. თუ ასე ლანძღვა-გინება გააგრძელეს, ამ ახალგაზრდებს ამის არანაირი სურვილი არ ექნებათ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს სენტიმენტები „ოცნებასთან,“ რადგან იციან, რომ მათი უსუსურობის პირობებში, პარლამენტზე ფიზიკური შტურმის მიმტანი და ორგანიზატორი, პოლიტიკურად მოახდინეს მისი ამნისტირება, სამუდამოდ ჩააცვეს პოლიტიკური “ბრონიჟილეტი”. ამ ქვეყანაში ყველას, ვინც 40 წელს გადაცილებულები ვართ, ძალიან კარგად გვახსოვს ძალით, ძალადობით, ფიზიკური დაპირისპირებით, ხელისუფლების ცვლილებამ სადამდე მიგვიყვანა. მიგვიყვანა იმ დონემდე, რომ ნორმალურად, 30 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ვერ შევქმენით. სწორედ ამ მიზეზების გამო და ის რომ, ფაქტობრივად „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური იერსახე მისცა პარლამენტზე შტურმს, მსგავსი დანაშაულების წახალისება, არის კატეგორიულად მიუღებელი, ეს არის უსუსურობა“, – განაცხადა

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,423 ნახვა
%d bloggers like this: