პოლიტიკა

კომპრომატი რა შუაშია, გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებული ადამიანია?

Nusagi

თბილისის მერი kახა კალაძე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას განცხადებას, რომ საზოგადოებას ტესტებთან დაკავშირებით მალე საინტერესო ინფორმაციას გაანდობს.

კითხვაზე, ელოდება თუ არა მის წინააღმდეგ კომპრომატის გამოქვეყნებას, კალაძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი მისთვის საინტერესო აღარ არის.

“მოვუწოდე, მეგონა ყველას მხრიდან იქნებოდა მხარდაჭერა ამ მიმართულებაზე, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ყველგან არის შესაბამისი სივრცეები იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ამის პოპულარიზაცია ყველა პოლიტიკოსისთვის პლუსია და არა მინუსი. არ ვიცი, იმდენი ვისაუბრეთ ამ თემაზე, საერთოდ აღარ არის საინტერესო, რამდენიმე დღის წინ წარვადგინე ურბანული პოლიტიკა და ვაპირებ მომდევნო დღეებშიც ვისაუბრო მნიშვნელოვან სიახლეებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,422 ნახვა
%d bloggers like this: