რუსეთში ვაქცინის პირველი კომპონენტით უკვე აიცრა 46,5 მლნ ადამიანი, ორი დოზით კი 39,8,-ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.
მისი თქმით, კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად აუცილებელია, რომ ქვეყანაში 90 მილიონი ადამიანი იყოს აცრილი. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ეს მაჩვენებელი შემოდგომაზე უკვე მიღწეული იქნება.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კოვიდჰოსპიტლებში მოხვედრილი პაციენტების 92% აუცრელია. მისივე თქმით, ვაქცინირებული პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალში არიან მოთავსებული, რეანიმაციაში არ ხვდებიან.
რუსეთში, რომლის მოსახლეობა 144 მილიონს შეადგენს, მასობრივი ვაქცინაცია იანვარში დაიწყო. ქვეყანას 5 სახის ვაქცინა აქვს „სპუტნიკ-ლაითი“, „სპუტნიკ-v“, „ეპივაკკორონა“ „ეპივაკკორონა-H“ და „კოვივაკი“.
Facebook Comments Box