უცხოური მედია

აშშ-ში საშიში მწერის გამო, 45 ოლქში კარანტინი გამოცხადდა

Nusagi

მყივანა ფარანის ერთ-ერთი მავნებელი სახეობა აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე ქაოსს თესავს. 45-ზე მეტ ოლქში, პენსილვანიასა და ნიუ-ჯერსიში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ USA Today იუწყება.

„მწერები „ავტოსტოპით“ გადაადგილდებიან ყველა სახის ტრანსპორტის გამოყენებით. შედეგად, საჭირო გახდა საკარანტინო ზონების გაფართოება“,-განაცხადეს ნიუ-ჯერსის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში. 

ინვაზიურ მავნებელთან ბრძოლის კომპლექსურმა სამსახურმა შეადგინა რაიონების რუქა, სადაც მწერი შენიშნეს. როგორც ჩანს, მყივანა ფარანი მეზობელი შტატების ტერიტორიებსაც მოედო. 

მყივანა ფარანი პირველად 10 წლის წინ გამოჩნდა პენსილვანიაში. მას ძალიან სწრაფი გავრცელება ახასიათებს და ქვეყნის სირღმეში შეიჭრა. მწერმა ახლა მიაღწია ზრდასრულ მდგომარეობას და კვერცხების დადებას იწყებს. 

ხელისუფლება მგზავრებს მოუწოდებს, ყურადღებით შეამოწმონ მგზავრობის წინ ყველა ნივთი, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც გარეთ არის ნამყოფი. 

მყივანა ფარანი ადამიანებისა და ცხოველებისთვის საშიში არ არის, მაგრამ 70-ზე მეტი სახეობის მცენარით იკვებება. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,424 ნახვა
%d bloggers like this: