სამართალი

მოსამართლე, რომელმაც ორი დღის წინ მეგის ქარდავას საქმე განიხილა, გარდაცვლილი იპოვეს

Nusagi

კიევის ოლქის ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს მოსამართლე ვიტალი პისანცი, რომელმაც ორი დღის წინ საქართველოს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას საქმე განიხილა.

უკრაინული მედია წერს, რომ 53 წლის მოსამართლე გარდაცვალებამდე რამდენიმე პირთან ერთად კიევის მახლობლად ერთ-ერთ სახლში, სტუმრად იმყოფებოდა. გავრცელებული ცნობით, გარდაცვალების დღეს მოსამართლესთან ერთად იყვნენ ადვოკატი და პოლიციის თანამშრომელი.

მოსამართლის ცხედარი სიკვდილის მიზეზის დასადგენად ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. მასთან სუფრაზე მყოფი პირები კი პოლიციამ უკვე გამოკითხა. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით, მოსამართლესა და ერთ-ერთ სტუმარს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რის შემდეგაც მოსამართლეს ცხვირიდან სისხლისდენა დაეწყო. დაკარგა წონასწორობა და დაეცა.

მეორე ვერსიით, მოსამართლემ ჩხუბის დროს პოლიციელს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, ფეხი აუსხლტა და წაიქცა. ადგილზე მუშაობს სამძებრო ოპერატიული ჯგუფი.

სახლი, რომელშიც მოსამართლე გარდაიცვალა, ყოფილ სამხედრო მოსამასახურეს ეკუთვნის, რომელიც ამჟამად პენსიონერია და ადვოკატის მოწმობა აქვს, თუმცა ვადაგასული. ის იულია ტიმოშენკოს პარტიის წევრია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,423 ნახვა
%d bloggers like this: