საზოგადოება

არცერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება

Nusagi

ტრანსპორტზე რეგულაციებს, რაც მოთხოვნილი იყო, მაქსიმალურად დავიცავთ, – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება თუ რომელიმე მგზავრს პირბადე არ ექნება გაკეთებული.

„არცერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება. ამის ბევრი მაგალითიც გვქონდა. ძალიან დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად არ იკეთებდნენ პირბადეს, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეეზღუდათ. ავტობუსები, რაც ჰყავს დედაქალაქს, ყველა გაშვებულია ხაზზე და ემსახურება თბილისს“, – განაცხადა კალაძემ.

ერთთვიანი შეზღუდვის შემდეგ, საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დღეს აღდგა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,424 ნახვა
%d bloggers like this: