სამართალი

ბათუმში მამაკაცმა ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა და თავი მოიკლა

Nusagi

ბათუმში, არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა უცხო ქვეყნის, კერძოდ ბელარუსის მოქალაქე ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ინციდენტში მონაწილე პირები წარსულში ერთმანეთს იცნობდნენ.

დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბათუმის ბულვარში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19.108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილზე სამართალდამცავები რჩებიან, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,562 ნახვა
%d bloggers like this: