სამართალი

გავრცელებული ინფორმაციით, წერეთელზე, სისხლიანი დაპირისპირება მუსიკალური გემოვნების გამო მოხდა

Nusagi

თბილისში, წერეთლის გამზირის მიმდებარედ არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირების შედეგად სამი მათგანი დაჭრილია. შემთხვევა დაახლოებით 16:30 საათზე მოხდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება მუსიკალური გემოვნების გამო მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. რამდენი პირი მონაწილეობდა დაპირისპირებაში, უცნობია.

დაჭრილები იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში არიან გადაყვანილები.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,422 ნახვა
%d bloggers like this: