ხელოვნება და კულტურა

დუეტ „ბაკარას“ მომღერალი გარდაიცვალა

Nusagi

ანსამბლ „ბაკარას“ მომღერალი, მარია მენდიოლა, რომელიც პოპულარულ სიმღერას, Yes Sir, I Can Boogie მაიტე მატეოსთან ერთად ასრულებდა, 68 წლის ასაკში , მადრიდში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

დუეტი „ბაკარა“ 1977 წელს დაარსდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში.

მეორე სინგლმა Sorry I’m a Lady, რომელიც 1978 წელს დაიწერა, დუეტს ასევე დიდი წარმატება მოუტანა. 

1980 წლიდან დუეტი დაიშალა, მომღელებმა კარიერა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განაგრძეს. 

მომღერლის ოჯახმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მარია ყოველთვის ემახსოვრებათ მუსიკის სამყაროსადმი მისი სიყვარულისა და პატივისცემისთვის.

„ჩვენ მის ღიმილს არასდროს დავივიწყებთ“,-ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,437 ნახვა
%d bloggers like this: