საზოგადოება

დღეიდან აცრილებისთვის წამახალისებელი ლატარია იწყება

Nusagi

აცრილებისთვის დღეიდან ლატარიის გათამაშება იწყება. საპრიზო ფონდი სამ მილიონ ლარამდეა. ფულადი ჯილდო ყოველდღიურად გათამაშდება, მოგებულებს კი პრიზის შესახებ ტელეფონზე შეტყობინება მიუვათ.

აცრილებისთვის ყოველდღიურად გათამაშდება 100-დან 500 ლარამდე ჯილდო, ყოველკვირეულად 1 000, 1 500 და 5 000, ხოლო წლის ბოლოს – 100 000 ლარი. ლატარიის ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 იქნება.

გამარჯვებულებს პროგრამა ავტომატურად, ერთიანი ბაზიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლენს. ყოველდღიურ გათამაშებაში გამარჯვებულს მოგების შანსი ყოველკვირეულ გათამაშებაშიც ექნება, ასევე მასვე წლის ბოლოს მთავარი ჯილდოს მოგების შესაძლებლობაც აქვს.

გათამაშებაში მონაწილეობას ავტომატურად მიიღებენ საქართველოს ის მოქალაქეები, ვინც ერთი დოზით მაინც არიან აცრილი, ან მომავალში აიცრებიან. წამახალისებელი ფულადი ლატარია წლის ბოლომდე გასტანს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,425 ნახვა
%d bloggers like this: