მედიცინა

პირებს, რომლებსაც კორონავირუსი ბოლო 6 თვეში აქვთ გადატანილი, კონფერენციებსა თუ სხვა ღონისძიებებზე დასასწრებად ვაქცინაციის ცნობა, ან ტესტის უარყოფითი პასუხი აღარ დასჭირდებათ

Nusagi

პირებს, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ 19, კონფერენციებსა თუ სხვა ტიპის ღონისძიებებზე დასასწრებად ვაქცინაციის ცნობა, ან ტესტის უარყოფითი პასუხი აღარ დასჭირდებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

„არსებული რეგულაციებით, სხვადასხვა ღონისძიებებზე (მაგ: როგორიცაა კონფერენციები, ტრენინგები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ) დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატებიან ის პირები, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ-19. აღნიშნული 6 თვე აითვლება კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,484 ნახვა
%d bloggers like this: