ex-sticky უცხოური მედია

რუსეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

Nusagi

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

არსებული ცნობით, ავიაკატასტროფის მიზეზი სანავიგაციო სისტემის გაუმართაობა გახდა.

თვითმფრინავი ირკუტსკიდან კაზაჩინსკოეს დასახლებაში მიფრინავდა. ინციდენტი ავარიული დაშვებისას მოხდა.

დაღუპულთა შორის ეკიპაჟის ერთი წევრი, სამი კი მგზავრია. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ისინი ირკუტსკის საავადმყოფოებში გადაიყვანეს გადაიყვანენ.

ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახის წევრები კომპენსაციას მიიღებენ. მიმდინარეობს გამოძიება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,946,192 ნახვა
%d bloggers like this: