საზოგადოება

“აიცერი და მოიგეს” პირველი გამარჯვებული დღეს, 12 საათზე გამოვლინდება

Nusagi

აიცერი და მოიგეს” პირველი გამარჯვებული დღეს, 12:00 საათზე გამოვლინდება.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ “დღის კურიერთან” გუშინ განაცხადა, პირს, რომელიც თუნდაც გუშინ აიცრა, დღეს უკვე ექნება შესაძლებლობა, გათამაშებაში მონაწილეობა მიიღოს. 

ცნობისთვის, თუ ხართ აცრილი COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით, თუნდაც ერთჯერადად, დღეიდან ფულის მოგების შანსიც გეძლევათ. ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით ლატარია იწყება. ლატარიაში მონაწილეობას იღებენ როგორც 2021 წლის 13 სექტემბრამდე აცრილი მოქალაქეები, ასევე 2021 წლის 13 სექტემბრის შემდგომ აცრილი პირებიც.

კონკრეტული კატეგორიის ადამიანებისთვის ფულად ჯილდოებს ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წლის ბოლომდე, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად გაათამაშებს. ჯამური საპრიზო ფონდი 2 მლნ 800 ათასი ლარია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,424 ნახვა
%d bloggers like this: