საზოგადოება

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Nusagi

გეგმური სამუშაოების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მთაწმინდის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიის, რესპუბლიკის მოედნის, ვერის პარკის, ვერეს დაღმართის, ეკალაძის, კოსტავას, ქიაჩელის, დიმიტრი ბაქრაძის, ვაშლოვანის, ალექსი მაჭავარიანის, შოთა მილორავას, არაგვის, ნიკო ნიკოლაძის, ზანდუკელის, ახვლედიანის, ჭოველიძის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, ბელინსკის, ეკალაძის, მიხეილ ჯავახიშვილის, კობახიძის, მელიქიშვილის, მიმინოშვილისა და სატივეს ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერიძისა და ჩიტაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის, ხორავას, ტატიშვილის, მელიქიშვილის, ბაქრაძის, ბარნოვის, გუდაურის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, გუგულიასა და სვანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, ჭიაურელის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ბოხუასა და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, IV მიკრორაიონებისა და მამკოდის ქუჩის მოსახლეობას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,423 ნახვა
%d bloggers like this: