ex-sticky ბიზნესი

ზვიად ციკოლია წარმოებას შვეიცარიიდან საქართველოში გადმოიტანს და 80-ამდე ადამიანს დაასაქმებს

Nusagi

ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია წარმოებას შვეიცარიიდან საქართველოში გადმოიტანს და საწყის ეტაპზე, 70-80 ადამიანს დაასაქმებს. ამის შესახებ მან „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა.

როგორც ციკოლია განმარტავს, პანდემიის გამო ყველაფერი გაჭიანურებულია, შესაბამისად, კონკრეტულ დროს ვერ ასახელებს. „ამ მიმართულებით არ გავჩერებულვართ და ვმუშაობთ. საორიენტაციოდ  ვადად შემიძლია დავასახელო 2022 წლის ზაფხული“ – აცხადებს ცნობილი დიზაინერი. ის წარმოების გადმოტანას პირადი ფინანსებით გეგმავს და სხვა ინვესტორები მასში არ მონაწილეობენ.

ზვიად ციკოლიას წარმოება მოიცავს საათების, სუვენირების და საიუველირო ნაწარმის დამზადებას, განსაკუთრებული ყურადღება ავიაციასაც დაეთმობა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,955,049 ნახვა
%d bloggers like this: