ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი – ატენის ხეობაში შეიქმნება დაცული ტერიტორიები, ასევე თეძამის ტერიტორიაზე, თრიალეთის დამატებითი დაცული ტერიტორიები ალგეთის პარკთან გაერთიანდება, ეს იქნება ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის დამაკავშირებელი უნიკალური ბუნება

Nusagi

„ატენის ხეობაში, რომელიც თითოეული გორელისთვის არის ძალიან საამაყო, შეიქმნება დაცული ტერიტორიები, დაცული ტერიტორიები შეიქმნება თეძამის ტერიტორიაზეც, ასევე გვექნება თრიალეთის დამატებითი დაცული ტერიტორიები, რომელიც ალგეთის პარკთან გაერთიანდება და ეს იქნება ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის დამაკავშირებელი უნიკალური ბუნება, რომელიც ამ მხარის ისტორიულ ერთიანობას აღადგენს”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ,,ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარადგენაზე.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, დაცული ტერიტორიების შექმნა არ ემსახურება მხოლოდ ბუნების დაცვას, ეს არის დამატებითი შესაძლებლობები, მათ შორის, ეკონომიკის განვითრებისთვის.

 „დაცულ ტერიტორიებზე შევქმენით ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, გავიყვანეთ ბილიკები,  გავაკეთეთ საინფორმაციო ცენტრები, მოვიზიდეთ ვიზიტორები და ეს ადგილები გახდა პოპულარული. იქ დაიწყო საოჯახო ტურისტული საქმიანობის განვითარება. ატენის ხეობაშიც, რომელსაც ასეთი დიდი პოტენციალი აქვს უკვე დაწყებულია ღვინის ტურიზმი; არაერთი მარანი შეიქმნა. დავიწყეთ დაცული ადგილწარმოშობის წახალისება და მხარდაჭერა”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,422 ნახვა
%d bloggers like this: