ეს საინტერესოა

მამაკაცი, რომელიც ჯუნგლებში 40 წელი ცხოვრობდა, ცივილიზაციაში დაბრუნების შემდეგ, 8 წელიწადში გარდაიცვალა

Nusagi

მამაკაცი, რომლიც ჯუნგლებში გაიზარდა და 40 წელი გაატარა, ხალხში დაბრუნების შემდეგ, 8 წელიწადში ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა.

როგორ გამოცემა Daily Mail წერს, 1972 წელს ამერიკულმა თვითმფრინავებმა მიწასთან გაასწორა ხო ვან ლანგის სოფელი. მაშინ ის მხოლოდ 2 წლის იყო. გადარჩნენ მხოლოდ ის და მამამისი, ხო ვან თხანი. მათ თავი ჯუნგლებს შეაფარეს. ოჯახმა ტყეში 40 წელი იცხოვრა ისე, რომ ეგონათ, ვიეტნამის ომი კვლავ გრძელდებოდა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში მამა-შვილი მცენარეებით, ხილით, თაფლით, ღამურებით, გველებით და სხვადასხვა ცხოველებით იკვებებოდა. ლანგის თქმით, მას ყველაზე მეტად თევზი უყვარდა, რომელსაც მამასთან ერთად მდინარეში იჭერდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ გარდა ტყეში არავინ იყო, ოჯახი შიშველი არ დადიოდა, თეძოზე მუდმივად ხის ქერქი ჰქონდა შემოხვეული და საჭმელს ბამბუკის ჩხირებით მიირთმევდა. ტყეში ცხოვრების დროს ოჯახს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა არ ჰქონია, ზოგჯერ გაციებასთან უწევდათ გამკლავება. ქოხში მუდმივად ენთო ცეცხლი. 

ლანგის მამა დარწმუნებული იყო, რომ მთელი მისი ოჯახი დაიღუპა, თუმცა 2013 წელს გამოჩნდა მისი ერთ-ერთი გადარჩენილი შვილი, რომელმაც მამა და ძმა ტყეში, პროვინცია კუანგ ნგაისთან მახლობლად იპოვა და სოფელში დააბრუნა, რადგან მამა უკვე საკმაოდ დაბერდა და მკურნალობას საჭიროებდა. თავდაპირველად მამას სოფელში ცხოვრება არ უნდოდა და ისევ ტყისკენ მიილტვოდა. ლანგს კი, ძალიან მოეწონა ხალთან ყოფნა, ელექტრობა, მანქანები და რბილი ლოგინი. თუმცა მალე ჯანრთელობის პრობლემები დაეწყო, რადგან უცხო ბაქტერიებთან და ვირუსებთან მის ორგანიზმს გამკლავება უჭირდა.

ლანგმა ცივილიზაციაში 8 წელი იცხოვრა და ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამას ხელი შეუწყო ხალხში დაბრუნებამ: ლანგმა მისთვის უჩვეულო საკვების მიღება დაიწყო, ჭამდა პოლუფაბრიკატებს და იღებდა ალკოჰოლს. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,423 ნახვა
%d bloggers like this: