პოლიტიკა

ნაცმოძრაობის რადიკალიზმი-შტურმი პარლამენტზე, ცესკოზე, ჩვენთვის წითელი ხაზია, „ოცნებას“ რაც შეეხება, დღევანდელი სახით ვერ იარსებებს

Nusagi

 დღევანდელი სახით „ქართული ოცნება“ ვეღარ იარსებებს და დაიშლება,-ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მე ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ, რომ იმ რადიკალიზმით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში აგრძელებს, პარლამენტზე შტურმი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე შტურმი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია, წითელი ხაზია და საუბარზეც ლაპარაკი ზედმეტია. „ოცნებას“ რაც შეეხება, გარწმუნებთ, დღევანდელი სახით „ოცნება“ ვერ იარსებებს. „ოცნებაში“, რა თქმა უნდა, ბევრი ღირსეული ადამიანია, ჩვენი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული. ეს ხალხი, რასაც არ უნდა ამბობდნენ აი, ეს არანორმალური ბოსები დღეს, დარწმუნებული არიან გულის სიღრმეში, რომ ცვლილებები გარდაუვალია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ დღევანდელი მეთოდები, რასაც ოცნება იყენებს, ზუსტად იგივეა, რასაც „ნაცები“ იყენებდნენ 2011-2012 წლებში. რა სხვაობაა? ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს? ამიტომ, დღევანდელი სახით „ოცნება“ შეუძლებელია, კიდევ უფრო დაიშლება.

მე იმედი მაქვს, რომ ჯანსაღი ნაწილი იქ დარჩება, რომელიც ერთგული იქნება იმ იდეალების, რასაც ჰქვია კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი, სამართლიანობა, პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია, საჯარო სექტორი, რაზეც ყველა ჩვენ ერთად ვოცნებობდით ბოლო წლების განმავლობაში. ჩემთვის, „ოცნება“ დღეს არის ორგანიზაცია „ოცნება“, რომელმაც „ქართული ოცნებისგან“ ყველაფერი დაკარგა და ფასეულობებიც დაკარგა. შესაბამისად, მე უფრო ვარ დღეს იმ იდეალების დამცველი, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვემსახურებოდით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,424 ნახვა
%d bloggers like this: