უცხოური მედია

პუტინი თვითიზოლაციაში გადადის

Nusagi

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ თვითიზოლაციაში გადადის. ამის შესახებ მან ტაჯიკეთის პრეზიდენტთან ემომალი რახმონოვთან საუბრისას თქვა. რუსეთის ლიდერი ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ კონტაქტი ჰქონდა კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პირთან და უსაფრთხოების გამო, იზოლაციაში გადასვლა გადაწყვიტა.

მოგვიანებით პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა განცხადება. მისი თქმით, გარკვეული დროის განმავლობაში პუტინი არ დაესწრება სხვადასხვა შეხვედრებს. მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა ტესტის უარყოფითი პასუხი მიიღო, თუმცა მის გარშემომყოფთა შორის კორონავირუსის გავრცელების გამო, იზოლაციაში გადავა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,693 ნახვა
%d bloggers like this: