მედიცინა

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ გართულდა

Nusagi

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ გართულდა, დადებითობის მაჩვენებელი ისევ გაიზარდა. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას თხოვნით მიმართავენ, იხმარონ პირბადე და რეგულაცია განსაკუთრებით გააკონტროლონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. პარალელურად, გრძელდება მასობრივი იმუნიზაციის პროცესი.

გუშინდელთან შედარებით, ინფიცირებულთა რიცხვი გასამმაგდა, თუმცა შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ე.წ. სამშაბათის სინდრომს, რადგან კლინიკებში შაბათ-კვირას ტესტირებაზე მოსახლეობის მიმართვიანობა დაბალია და შესაბამისად, ორშაბათს ინფიცირებულთა რიცხვის მაჩვენებელი სრულყოფილი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების თქმით, მეოთხე ტალღის პიკი გადავლილია, გარდაცვალებულთა რიცხვი კვლავ მაღალია.

როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, მეხუთე ტალღა სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება, თუმცა მანამდე, ოქტომბერში ინფიცირებულთა რიცხვის მატებას ელოდებიან.

მთავარ რეკომენდაციად ისევ იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება და რეგულაციების დაცვა რჩება.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 990 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,775,423 ნახვა
%d bloggers like this: