სამართალი

გახარიას პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ

Nusagi

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

“როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის დღეს მთავარი პრიორიტეტია ძალაუფლების შენარჩუნება, შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ არაფერს, მათ შორის ბუტა რობაქიძის საქმეზე, საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაზარალებულად მიჩნეული ჩვენი მხარდამჭერი ბართაია ციხეშია, არაფერია გამორიცხული“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: