სოციალური ქსელები და მედია

ექიმი „მთავარის“ ოპერატორზე- მოტეხილობა არ იკვეთება, დაჟეჟილობა აქვს

Nusagi

ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორს ქარელის კლინიკის ექიმის, სოსო ჩიბირაშვილის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, მენჯ-ბარძაყის დაჟეჟილობა აღენიშნება.

,,პირველადი დათვალიერებით, იკვეთება მენჯ-ბარძაყის სახსრის ტრავმა და მარცხენა იდაყვის არეში ეკსკორაცია. ამჟამად უტარდება კვლევები – ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევა, შესაბამისად, ზუსტი პასუხი გვექნება კვლევების დასრულების შემდგომ, თუმცა, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ პირველადი დათვალიერებით არ იკვეთება მოტეხილობა, დაჟეჟილობის სურათია“, – განაცხადა ჩიბირაშვილმა.

,,ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის ოფისში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორზე ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და იგი კიბის მოაჯირიდან ჩავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა.

,,ტელეკომპანია ,,მთავარის“ გადამღები ჯგუფი ოფისში შემოიჭრა და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ახდენდა გადაღებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპერატორზე ან ჟურნალისტზე არანაირ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ოპერატორი კიბიდან, რომელსაც საკმაოდ დაბალი მოაჯირი აქვს, თავად გადავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა“, – განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ,,ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ილია ქელეხსაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: