პოლიტიკა

„მთავარი“ მორჩით სააკაშვილის სამსხვერპლოს მსხვერპლის ძიებას, გაასაჯაროეთ კადრები, როგორ დაეცა თქვენი ოპერატორი კიბის ზედა საფეხურზე

Nusagi

ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „მთავარ არხს“ მიმართავს.

მთავარი არხი • Mtavari Arkhi სასწრაფოდ გაასაჯაროვეთ კადრები თქვენი ოპერატორი უკანსვლით როგორ ტოვებდა ტერიტორიას, როგორ წამოედო მოაჯირს გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე!მორჩით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სამსხვერპლოსთვის მსხვერპლის ძიებას!საზოგადოება ღირსია იცოდეს სიმართლე. მოგიწოდებთ თქვენივე სიმართლის დასამტკიცებლად გამოიყენოთ თქვენ მიერ გადაღებული კადრები, (გადაღებული და არა დაჩეხილ გადაწყობილი)თავადაც ყურადღებით უყურეთ რათა კარგად გაარკვიოთ რა განსხვავებაა სიმაღლიდან გადმოგდებასა და შემთხვევით დაცემას შორის!ჯანმრთელობასა და თქვენს გაძლებას ვუსურვებ თქვენი არხის ოპერატორს“,-წერს თამთა მეგრელიშვილი.

შეგახსენებთ, ქარელში, ქართული ოცნების ოფისში „მთავარის“ ოპერატორი დაშავდა. თავდაპირველად, არხის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ის „ქართული ოცნების“ წევრებმა ფანჯრიდან გადააგდეს, თუმცა როგორც ირკვევა, ოპერატორი კიბის ზედა საფეხურზე დაეცა. ექიმის თქმით, მას დაჟეჟილობა აღენიშნება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,543 ნახვა
%d bloggers like this: