პოლიტიკა

ოპერატორი უკუსვლით ტოვებდა ტერიტორიას, წამოედო მოაჯირს და კიბის ზედა საფეხურზე დაეცა

Nusagi

კიდევ ერთი ამორალური ტყუილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შესრულებით. ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, როგორ მოყვა ის ამბავს, თითქოს, ჩვენი ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა, მისი თანამშრომელი, ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძე აცხადებს, ეს განცხადება სიმართლეს არ შეეფერება.

„რა ხდება სინამდვილეში? ბექა ყორშია და მისი ოპერატორი მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და კითხულობდა „ჩლიქოსანს“, შეურაცხყოფას აყენებდა იქ შტაბის წარმომადგენელს. საუბარია, რომ ასე ჩვენი მერობის კანდიდატს მოიხსენიებდა. მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, მთავარი არხის ოპერატორი უკანსვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც ე.წ ტერასაზე ის წამოედო მოაჯირს და გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე. ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან, თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს და ყველაფერი კარგად იქნება. როგორც გვეუბნებიან, პირველადი მონაცემებით, საბედნიეროდ ოპერატორს რაიმე სერიოზული დაზიანება არა აქვს, თუმცა მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენელს შორის არ ყოფილა და პირდაპირ გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიამ იცრუა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მომხდარს პოლიცია დეტალურად გამოიძიებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,431 ნახვა
%d bloggers like this: