პოლიტიკა

შეთქმულებაში მონაწილე ყველა პირს, ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მოღალატეებს მკაცრ პასუხს გავცემთ

Nusagi

მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ ესაა ბოლო მცდელობა სააკაშვილისა და ოპოზიციის, იმიტომ, რომ იციან, ისინი მარცხდებიან და თანაც სასტიკად მარცხდებიან ყველგან, ყველა ქალაქში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას არ მართავს. „ისინი ერთი მხრივ, უყურებენ ვითარებას და არჩევნებისთვის მზადება საერთოდ არ აქვთ, იმიტომ რომ იციან, აზრი არ აქვს მათ ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში. იმიტომ, რომ აგებენ 2 ოქტომბერს. ყველაფერი გამიზნულია არჩევნების მეორე დღისთვის, რომ რაღაც გარკვეული პროვოკაცია მოაწყონ არჩევნების დღესაც და მეორე დღესაც. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ დაუშვებს არანაირ პროვოკაციას. ამ შეთქმულებაში მონაწილე ყველა პირს, მოღალატესა და მტერს ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის, გავცემთ ძალიან მკაცრ პასუხს. მე არ მითქვამს, რომ ოპოზიცია წერს, ეს არის ძალიან პრიმიტიული შეფასება და არ გამოგყვებით ამ პროვოკაციულ კითხვაზე. თქვენი ხელწერა, ნაციონალური მოძრაობის, სააკაშვილის და სამწუხაროდ, სხვა მოღალატეებიც შეუერთდნენ სააკაშვილის დიდ გუნდს, არის ფალსიფიკაცია და ფაბრიკაცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,680 ნახვა
%d bloggers like this: