პოლიტიკა

გიორგი გახარია: ავსტრიაში თმის ღერის ექსპერტიზა ჩავიტარე

Nusagi

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ევროპაში თმის ღერის ექსპერტიზა ჩაიტარა.

„ეჭვებზე არ მისაუბრია. მე ვთქვი, რომ ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია იმ პროვოკაციის შესახებ რომელიც მზადდებოდა  ამ ტესტთან დაკავშირებით. ამიტომ გავხდით იძულებული… ამას ძალიან ბევრი სპეკულაცია მოჰყვა. სამხარაულის განცხადება რომ წაიკითხოთ, თვითონ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ლოგიკა ადასტურებს იმ ფაქტს, რაც ჩვენ გვქონდა, ვიცოდით, ეს არის და ეს, მეტი არაფერი.

პირიქით, ამ ნაბიჯით ვთვლი რომ სამხარაული ექსპერტიზა, დამოუკიდებელი ორგანო არ ჩავაყენეთ უხერხულ მდგომარეობაში. გავუფრთხილდით მათ დასკვნას, ვიდრე მსი ზოგიერთი პოლიტიკურ ხელმძღვანელი.

მეტს გეტყვით, ვიღაცამ თქვა რომ ამით უნდობლობა და ზიანი მიადგა- არაფერი არ მიადგა. ეს იყო ერთ-ერთი შემთხვევა, პოლიტიკური პარტია თავისი ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესებში როგორ იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამჯერად ეს იყო სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო.

მე მომიწევს ალბათ სამხარაული ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში ცხოვრებაში  მისვლა და ყველანაირი პრობლემის გარეშე მივალ. ამ ხალხს პატივს ვცემ, მათთან ერთად მიმუშავია და მათთან ერთად პატივს ვცემ ბევრ საჯარო მოხელეს, რომელზეც დღეს დგას ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მომავალი.

დღეს რაც ხდება არის აშკარა გამოვლინება კონკრეტული, ცალკე აღებული ერთი პარტია, იმიტომ რომ მას აღარ აქვს პოლიტიკური რესურსი, კანიბალიზაციას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტების რესურსის.

მე ევროპაში გავფრინდი…. რადგან ამა ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური ლოგიკა. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტტექნოლოგიური მეთოდი. ეს არის ნეგატიური პროპაგანდა. ერთის მხრივ, ადამიანმა ვითომ ჯანსაღი ცხოვრების პირბადით შემოაგდო ნარკოტესტირების საკითხი და შემდეგ პროპაგანდისტული მანქანა ამოქმედდა კითხვით, ნეტა ვის წინაააღმდეგ? ვინმეს წინააღმდეგ ხომ არ არის? იქ რამდენიმე ექსპერტი გამოიყვანეს, მერე ეს ყველაფერი დაგვიმიზნეს, პერსონალურად მე. რასაც დაემატა ინფორმაციის დალექვა რეგიონებში…

როდესაც შედეგ მიაღწიეს, გარკვეულ ეტაპზე მიხვდნენ რომ თვითონ ზიანდებოდნენ და თქვენს – ჩვენ ამ თემაზე აღარ ვსაუბრობთო.

რა თქმა უნდა ,მე ვსაუბრობ ამ თემაზე. სასაუბრო აქ არც არაფერი არ არის. როგორც კი მე პასუხი მექნება… ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი, რამე თუ თმა ეს არის ყველაზე დეტალური ანალიზი.

ექსპერტიზა ავსტრიაში ჩავიტარე….“- განაცხადა გიორგი გახარიამ „ფორმულას“ ეთერში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,199,125 ნახვა
%d bloggers like this: