სოციალური ქსელები და მედია

„მთავარი არხის“ ოპერატორი: ჭიდაობაში წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი

Nusagi

ქარელში დაშავებული „მთავარი არხის“ ოპერატორი, ლევან აბლოთია „ნიუ ჰოსპიტალიდან“ ცოტა ხნის წინ გაწერეს. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ადგილზე მყოფი ჟურნალისტის ინფორმაციით, ოპერატორი „ქართული ოცნების“ წევრებმა მეორე სართულიდან გადმოაგდეს, თუმცა მმართველი პარტიის ოფისში ამბობენ, რომ ურთიერთშელაპარაკების დროს, ოპერატორი შემთხვევით გადავარდა.

„უკან-უკან მივდიოდი, იმიტომ, რომ მინდოდა დისტანცია მქონოდა აგრესორ ადამიანსა და ჩემს შორის, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა უკან და ამ ჭიდაობაში, წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი,“ – განაცხადა ლევან აბლოთიამ.

შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა ტექნიკის დაზიანების გამო არ არსებობს. გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,555 ნახვა
%d bloggers like this: