უცხოური მედია

Bloomberg: საკვების ფასმა მსოფლიოში 1970 -იანების შემდეგ ყველაზე მეტად მოიმატა

Nusagi

Bloombergის ინფორმაციით, მსოფლიოში საკვების ფასმა მოიმატა და 1970-იანი წლების შემდეგ, წელს ყველაზე მაღალია. 2020 წელთან შედარებით პროდუქტები 33%-ით გაძვირდა.

მთავარი მიზეზი, რომელსაც გაერო-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაცია ასახელებს, მცენარეული ზეთის, ხორცისა და ბურღულეულის გაძვირებაა. ფასების ზრდას ასევე ხელი შეუწყო ექსტრემალურმა ბუნებრივმა პირობებმა და პანდემიამ, რის გამოც ქვეყნებს დამატებით ხარჯების დაფარვა უწევთ. გარდა ამისა, შეიქმნა სამუშაო ძალის დეფიციტიც.

ექსპერტების თქმით, ყველაზე რთულ მდგომარეობაში განვითარებადი ქვეყნები აღმოჩნდნენ, რადგან მათი ხელისუფლება პრობლემების გადაწყვეტას დამოუკიდებლად თავს ვერ ართმევს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,101 ნახვა
%d bloggers like this: