პოლიტიკა

გიგლა ბარამიძე კელი დეგნანს და კარლ ჰარცერს მიმართავს

Nusagi

ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს მიმართავს.

გიგლა ბარამიძე იმედს გამოთქვამს, რომ „ნაცმოძრაობის“ გამორჩეული სახის, მეგის ქარდავას ექსტრდირებისას, მის მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულთა ჩამონათვალი ელჩებს დააფიქრებს, თუ რა რეჟიმს წარმოადგენდა სააკაშვილის მმართველობა.

„საქართველოში აშშ ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს.

ნაციონალური რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლოს , სახის , მეგის ქარდავას საქართველოში სამართლიან ექსტრადირებასთან დაკავშირებით, ოფიციალურად გახმოვანებულმა ჩამონათვალმა, საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩადენილი ენით აუწერელი უმძიმესი დანაშაულობებისა, ვფიქრობ, პატივცემულო ელჩებო, მთელი თქვენი დიპლომატიური პირუთვნელობითა და სიღრმისეულობით, ღრმათ უნდა ჩაგაფიქროთ, თუ რა რეჟიმს წარმოადგენდა სააკაშვილის სისხლიანი მმართველობა….

სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმის ბევრი ლიდერი-სულისჩამდგმელი დემოკრატიზმის და ევროატლანტიკურობის ფარისევლურ ფარდას ამოფარებული, ჯერაც ტივტივებს ქართულ პოლიტიკაში და, რაც განსაკუთრებით მძიმეა, ისინი, თქვენთანაც ახერხებენ ინტენსიურ კომუნიკაციას……

ჩვენ ვაფასებთ თქვენს უანგარო მონდომებას და ღვაწლს საქართველოსთვის, მაგრამ ამავედროს მოგმართავთ, დასავლური სტანდარტების დამკვიდრების კონტექსტში, ხალხის თვალში, სრულად დისკრედიტირებული სისხლიანი რეჟიმის შემქმნელებს, პირდაპირ თუ ირიბად, ნუ მისცემთ პოლიტიკური ტრანფორმაციისა და განახლების საშუალებას.

გიგლა( გრიგოლ) ბარამიძე, პოლიტიკოსი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი , მეცნიერებათა დოქტორი, ყოფილი პოლიტიკური დევნილი.“,-ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,904 ნახვა
%d bloggers like this: