ცხოველები

თამაზ ელიზბარაშვილი: ჩემი მოთხოვნაა, მგელი დაუბრუნდეს პატრონს

Nusagi

ბიზნესმენი, ძაღლების თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ელიზბარაშვილი გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ კახა წიქარიშვილისთვის მგლის ჩამორთმევას ეხმაურება და წერს, რომ ცხოველი ახალ გარემოში დაიღუპება.

„ 15 სექტემბერს ბატონ კახა წიქარიშვილს გარემოს დაცვის სამინისტრომ შვილივით გაზრდილი მგელი სახელად “კოვიდი” ჩამოართვა და პასუხისმგებლობაც არ აიღო მგლის სიცოცხლეზე, დათვების კერძო თავშესაფარს სთხოვეს და იქ დატოვეს. დღეიდან მგლის სიცოცხლეზე ამ კერძო თავშესაფრის მეპატრონეს ეკისრება პასუხისმგებლობა.

ჩემი ,თამაზ ელიზბარაშვილის კატეგორიული მოთხოვნაა ,მიუხედავად ბატონი კახას უყურადღებობის გამო მომხდარი ინციდენტისა, მგელი დაუბრუნდეს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ზოოპარკში , ვერც დათვებთან და ვერც ტყეში ცხოვრების გაგრძელებას ვერ შეძლებს და მოკვდება .

უყურეთ ამ მოკლე ფილმს , რომელშიც დოკუმენტურად არის აღწერილი ადამიანის ( ბატონი კახას ) უანგარო სიკეთე და მგლის ( “კოვიდის” ) ერთგულება და გთხოვთ ამის შემდეგ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია:

გარემოს დაცვის სამინისტრომ ბატონ კახას უნდა დაუბრუნოს თუ არა “კოვიდი” ?“,-წერს თამაზ ელიზბარაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, გარემოს დაცვის სამინისტრომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, მამაკაცს მგელი ჩამოართვა და ცხვარიჭამიაში მდებარე ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანა. მიზეზი გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელშიც ჩანს, რომ რამდენიმე მამაკაცი მგელს პირში ალკოჰოლს ასხამს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,814 ნახვა
%d bloggers like this: