Uncategorized

ნანა კაკაბაძე: ჩემს შესახებ გამოქვეყნებულ ე. წ. მასალებში არის ყველაფერი მოგონილი, მივმართავ პროკურატურას, სასწრაფოდ დაადგინოს ავთენტურობის საკითხი

Nusagi

ბოლო დღეებში პარტიული ტელევიზიების მხრიდან ფარული ჩანაწერების კრებსების გამოქვეყნების გზით ხდება საზოგადოებაში დაბნეულობისა და არეულობის შეტანის მცდელობა. მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, ავთენტურია თუ გამოგონილი ამა თუ იმ გამოქვეყნებულ მასალაში დაფიქსირებული დიალოგები,-ამის შესახებ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

„იმ პირთა შორის, ვისი სახელი და გვარიც ტრიალებს ამ ტელევიზიების მასალებში, ჩემი პიროვნებაც აღმოჩნდა. მინდა განვაცხადო, რომ ჩემს შესახებ დღემდე გამოქვეყნებულ ე. წ. „მასალებში“ არის ყველაფერი ტყუილი და მოგონილი, მათ შორის დღეს ტელეკომპანია „მთავარზე“ გამოქვეყნებული ვითომდა საუბარი ჩემს და თეა წულუკიანს შორის.

მართალია, თავისთავად მოსმენილი ე. წ. „საუბრის“ ტექსტი არაფრისმთქმელია, თუმცა, რაში დაჭირდათ ამ ტექსტის შემქნელებს მისი შექმნა და ტირჟირება, ალბათ მომავალში გამოჩნდება.

მივმართავ პროკურატურას, რომ გამოძიების ფარგლებში სასწრაფოდ დაადგინოს გამოქვეყნებული ვითომდა ჩემი საუბრების ავთენტურობის საკითხი, რათა სამართლებრივ დონეზე დადასტურდეს ჩემს მიმართ გავრცელებული მტკნარი სიცრუეების გავრცელების მიზეზები და მიზნები“,-აცხადებს ნანა კაკაბაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,814 ნახვა
%d bloggers like this: