პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: გახარია აცდენილია არა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას, არამედ, ზოგადად, პატრიოტულ და ეროვნულ იდეებს

Nusagi

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, გიორგი გამსახურდიას განცხადებით, გიორგი გახარია ბოროტად სარგებლობს პირველის პრეზიდენტის სახელით, რათა, საარჩევნოდ, მოსახლეობის გული მოიგოს.

„ჩვენდა სამწუხაროდ, მან ისარგებლა ზვიად გამსახურდიას სახელით – ამაზე აქტიურად იმუშავა. მისი მხრიდან, ეს იყო თაღლითობა, სიმართლესთან შეუსაბამობა. დღევანდელი გადმოსახედიდან, გიორგი გახარია აბსოლუტურად აცდენილია არა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას, არამედ, ზოგადად, პატრიოტულ და ეროვნულ იდეებს“, – აცხადებს გიორგი გამსახურდია.

გამსახურდიას მაგალითისთვის, ხობის მუნიციპალიტეტი მოჰყავს, სადაც, მისი თქმით, პარტიის ხობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად გახარიას ჰყავს თემურ გერგაია, რომელიც ზვიად გამსახურდიას დევნიდა.

გიორგი გამსახურდია ამბობს, რომ გახარიას პარტია სავსეა გერგიას მსგავსი ადამიანებით.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,013 ნახვა
%d bloggers like this: