მედიცინა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

Nusagi

„თუ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­წო­დე­ბის ბა­ნე­რე­ბის სხვა ში­ნა­არ­სის ბა­ნე­რე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ამ ფაქტს ვგმობთ, – ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბა­ნე­რებ­ზე, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებ­და, მოხ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სის ბა­ნე­რე­ბის გან­თავ­სე­ბა.

„ეს ფაქ­ტი ზო­გი­ერ­თმა სა­ინ­ფორ­მა­ციო არ­ხმა და­უ­კავ­ში­რა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივი ჯანმრთელობის ცენტრს.

ყვე­ლას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი არის ზო­გა­დად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და კერ­ძოდ COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა­ში; ცენ­ტრი მუდ­მი­ვად მა­სობ­რი­ვი და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ კო­ვიდ­პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის მთა­ვა­რი გზა გა­დის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე.

თუ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­წო­დე­ბის ბა­ნე­რე­ბის სხვა ში­ნა­არ­სის ბა­ნე­რე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი გმობს ამ ფაქტს და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აცხა­დებს, რომ მას ამ პრო­ცეს­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს“, – ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ ქა­ლაქ­ში გა­მო­ჩენ­და ბა­ნე­რე­ბი,სა­დაც ოპო­ზი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რია გა­მო­სა­ხუ­ლი წარ­წე­რით – “არა ნა­ცებს, არა ბო­რო­ტე­ბას! არა ღა­ლატს!”

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,244 ნახვა
%d bloggers like this: