პოლიტიკა

ადამიანები, რომელთა ფარული ჩანაწერები ყველამ დაგმო, დღეს თავად ეწევიან სხვისი ფარული ჩანაწერების ტირაჟირებას

Nusagi

 ესთეტიური თვალსაზრისით, ეს ბანერები მართლაც დიდი ვერაფერი შესახედია, რომელი ალენ დელონები და აპოლონ ბელვედერელები მყვანან იქ გამოკრულები, რომ ყოველდღე იმათ ვუყუროთ. თუმცა, შინაარსის თვალსაზრისით, ბანერზე გამოკრული „ნაცმოძაობის“ რამდენიმე გიგანტი რომ სისხლიანი რეჟიმის სიმბოლოს წარმოადგენს, რად უნდა ამას ლაპარაკი. ვფიქრობ, გამოხატვის ფორმაზე მეტად, ქმედება იყო საჭირო, დამნაშავეები უნდა დაესაჯათ დროულად ისე, როგორც ჩამოაბრძანეს მეგის ქარდავა. ეს ნამდვილად უკეთესი იქნებოდა.“,- ამის შესახებ ყოფილმა პოლიტდევნილმა, დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა გიგლა ბარამიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ბანერები პოლიტიკურად ბევრს ვერაფერს შეცვლის, უბრალოდ, ვინც მასზეა გამოსახული, ის ღიზიანდება.

„ქურდს ქუდი ეწვისო ხომ გაგიგიათ. ზოგადად, არ მომწონს ასეთი ბანერები, მაგრამ რაც შეეხება ეუთო /ოდირს, არ არის აუცილებელი, ყველაფერზე თავი უკანტურო, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ღარიბაშვილის გამონათქვამი, რომ მისი უფროსი ევროპარლამენტარი კი არა, ქართველი ხალხია, სახელმწიფოებრივ მიდგომად მიმაჩნია. ეუთო /ოდირს კი ვეტყოდი, იმაზეც მოახდინოს რეაგირება, როდესაც ეკლესიაზე მიდის ასეთი ცილისწამება და ჟურნალისტები ყოველდღე ახდენენ იმ ჩანაწერების ტირაჟირებას, რომელთა ავთენტურობა ჯერ არ არის დადასტურებული“,-აცხადებს გიგლა ბარამიძე და აღნიშნავს, რომ ის ადამიანები, ჟურნალისტები, რომელთა შესახებაც ფარული ჩანაწერები ყველამ დაგმო და შეთანხმდა, რომ ეს უნდა დაგვევიწყებინა, სწორედ ისინი ეწევიან დღეს ფარული ჩანაწერების ტირაჟირებას.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,236,952 ნახვა
%d bloggers like this: