სპორტი

ინტერესებს “ნეტფლიქსის” წინააღმდეგ ჯონი დეპის ადვოკატი დაიცავს

Nusagi

იუ­რის­ტი კახა შა­რა­ბი­ძე, რო­მე­ლიც ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კის, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი­სა და სტრი­მინგ კომ­პა­ნია “ნე­ტფ­ლიქ­სის” და­ვა­ში გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლია, ამ­ბობს, რომ მო­ჭად­რა­კის გარ­შე­მო ად­ვო­კატ­თა ძლი­ე­რი გუნ­დია, მათ შო­რის არი­ან ამე­რი­კე­ლი იუ­რის­ტე­ბიც, ერთ-ერთი მათ­გა­ნი კი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის, ჯონი დე­პის ინ­ტე­რე­სებს იცავს გა­მო­ცე­მა The Sun-თან და­ვა­ში.

ამის შე­სა­ხებ შა­რა­ბი­ძემ “დი­ლის პა­ლიტ­რის” ეთერ­ში ისა­უბ­რა.

“ეს ქე­ი­სი, ღირ­სე­ბის საქ­მეა უკვე. ჩვენ ვნა­ხეთ რო­გორ აფეთ­ქდა მსოფ­ლიო პრე­სა და მთე­ლი მსოფ­ლიო წუ­თებ­ში მო­ი­ა­რა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­გო, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ­სე­ბობს.

რო­დე­საც ეს სე­რი­ა­ლი გა­მო­ვი­და, ნონა იღებ­და ძა­ლი­ან ბევ­რ ზარს და ეს აღ­შფო­თე­ბა იყო ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი. “ნე­ტფ­ლიქსთან” პირ­ვე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია ვა­წარ­მო­ეთ და­ახ­ლო­ე­ბით რვა თვის წინ. ქალ­ბა­ტო­ნი ნო­ნას მი­ზა­ნი არ იყო სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა, თუმ­ცა უფ­ლე­ბა დარ­ღვე­უ­ლი იყო. ამ საქ­მის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი გვყავ­და ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი იუ­რის­ტე­ბი. იყო კო­მუ­ნი­კა­ცია “ნე­ტფ­ლიქსთან”, მაგ­რამ რა­ღაც ეტაპ­ზე ცი­ნი­კუ­რად უარი თქვეს (კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე).

რო­დე­საც “ნე­ტფ­ლიქსმა“ შე­წყვი­ტა ჩვენ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და უარი თქვა ცი­ნი­კუ­რი ფორ­მით, ჩვენ­მა იუ­რის­ტებ­მა ამე­რი­კი­დან გვი­თხრეს, რომ შე­იძ­ლე­ბა, ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისაა, რომ ისი­ნი არ უშ­ვე­ბენ, რომ ნონა გა­აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას და სა­სა­მარ­თლომ­დე მივა. სა­სა­მარ­თლომ­დე მის­ვლა არ არის ად­ვი­ლი, მაგ­რამ ნო­ნას ჭად­რაკ­ში აგ­რე­სი­უ­ლი შე­ტე­ვის სა­თა­მა­შო სტი­ლი ჰქონ­და და მან თქვა, არა, ჩვენ არ გავ­ჩერ­დე­ბით, ჩვენ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ბრძო­ლა.

შე­ვარ­ჩი­ეთ პარტნი­ო­რი იუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან ძა­ლი­ან დიდი სა­ხე­ე­ბი ამ სფე­რო­ში – ერთი არის ბა­ტო­ნი როდ სმო­ლა, რომ­ლის წიგ­ნით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ ამ სფე­რო­ში და კი­დევ, ალექს რუ­ფუს აი­სა­კი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ჩარ­თუ­ლია ჯონი დე­პი­სა და The Sun-ის ცნო­ბილ და­ვა­ში და წარ­მო­ად­გენს არა­ერთ სე­ლებ­რითს. ქალ­ბა­ტონ ნო­ნას­თან და ჩვენ­თან ერ­თად იუ­რის­ტე­ბის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გუნ­დია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ვე­ლო­დე­ბით მძაფრ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, ძა­ლი­ან რთუ­ლი ბრძო­ლა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ გვჯე­რა, გა­ვი­მარ­ჯვებთ. სი­მარ­თლე ჩვენს მხა­რე­ზეა. ქალ­ბა­ტონ ნო­ნას ძა­ლი­ან მძი­მე­წო­ნი­ა­ნი იუ­რის­ტე­ბის გუნ­დი ჰყავს ირ­გვლივ. ვე­ლო­დე­ბით წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, მაგ­რამ ნო­ნას სტილ­ში ვა­პი­რებთ (ბრძო­ლას)”, – აცხა­დებს კახა შა­რა­ბი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა სტრი­მინგ კომ­პა­ნია Netflix-ს ლოს ან­ჯე­ლე­სის ფე­დე­რა­ლურ სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა. დავა ეხე­ბა “ნე­ტფ­ლიქ­სის” პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალს “ლა­ზი­ე­რის გამ­ბიტს”, რომ­ლის მი­ლი­ო­ნო­ბით მა­ყუ­რე­ბელ­საც, რო­გორც გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ჩი­ვარ­ში წე­რია, მის შე­სა­ხებ ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს და მისი რე­ა­ლუ­რი მიღ­წე­ვე­ბი გა­ა­უ­ფა­სუ­რეს.

  • “რუ­სეთ­ში არის ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, ის ქალ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია, მაგ­რამ იგი არას­დროს შეხ­ვედ­რია კაც მო­ჭად­რა­კეს“ – ამ­ბო­ბენს სე­რი­ალ­ში ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ.

სა­ჩი­ვარ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 1968 წლის­თვის (იმ დრო­ის­თვის, როცა სე­რი­ალ­ში ხდე­ბა მოქ­მე­დე­ბა) მას სულ მცი­რე, 59 მო­ჭად­რა­კე კაც­თან ჰქონ­და მატ­ჩი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც, სულ მცი­რე 10 დი­დოს­ტა­ტი იყო.

ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის­თვის 5 მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვს და ასე­ვე მო­ი­თხოვს, რომ სე­რი­ა­ლი­დან ამოჭ­რან ის მო­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მას ეხე­ბა.

ambebi.ge

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,199,055 ნახვა
%d bloggers like this: