საზოგადოება

მეგის ქარდავას მეუღლე: ამაყი ვარ, რომ ასეთი ქმარი მყავს

Nusagi

წინა ხელისუფლებისდროინდელი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების ფაქტს მისი მეუღლე, სოფო ფიფია ეხმაურება.

ადამიანების წამებასა და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის მეუღლე აცხადებს, რომ მისი მეუღლე ვაჟკაცი და პატრიოტი ადამიანია. სოფო ფიფია მეუღლეს ბრძოლაში თანადგომას უცხადებს.

„ძალიან ბევრი ვისაუბრეთ მე და შენ ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე, ზუსტად ვიცოდით, რამდენი ტალახის სროლა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, როგორ აქტიურად ამუშავდებოდა ბოტების და ტროლების ქარხანა შენს წინააღმდეგ. შენ როგორც ერთ-ერთი ჯარისკაცი შენი ქვეყნის ყოველთვის იყავი და იქნები მის სადარაჯოზე. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, მადლობას გეტყვი იმ პატრიოტობისთვის, იმ ვაჟკაცობისთვის, იმ თავგანწირვისთვის, რაც შენი ქვეყნის გამო გიკეთებია. ხოლო როგორც ცოლი მუდამ ვიდექი და ვიდგები შენს გვერდით.

ესეც გაივლის, აუცილებლად გაივლის, რადგან შენ მე და მარი გიმაგრებთ მხარს. გაივლის, რადგან მართალი ხარ უფლის წინაშე და პასუხისმგებელი შენი თითოეული ნაბიჯის. შენ ხარ გაუტეხელობის და ერთგულების სიმბოლო, ეს დაამტკიცე ამდენი წლის მანძილზე გამოვლილი უამრავი დაბრკოლების, თუ წინააღმდეგობის გადალახვით. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, დარჩი შენი პრინციპების და სამშობლოს ერთგული. მე მჯერა შენი სიმტკიცის და ვიცი, არასდროს არ ვინანებ იმას, რომ ამდენი წელი გვერდით გედექი.

მთავარი ბრძოლა წინაა და მე მზად ვარ, ამ ბრძოლისთვის შენთან ერთად“, – აცხადებს სოფო ფიფია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,244 ნახვა
%d bloggers like this: