მედიცინა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 662 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Nusagi

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 503 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 912 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 591 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 662 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 595 926-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.14% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.91%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 534 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 563 530.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 575 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა – 68, იმერეთი – 102, ქვემო ქართლი – 40, შიდა ქართლი – 20, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 795 საიდანაც:

5 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 107, აჭარაში – 578, იმერეთში – 1 064.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 253 პირი, მათ შორის, თბილისში – 485, აჭარაში – 144, იმერეთში – 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პირი, მათგან თბილისში – 190, აჭარაში – 20, იმერეთში – 30.

1 036 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 547 – თბილისში, 305 – აჭარაში.

17 314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 1.

სულ 6 ოქტომბრიდან – 19 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 157 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 475 ადამიანი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,971 ნახვა
%d bloggers like this: