პოლიტიკა

გიგა ბოკერია: მეგის ქარდავა არჩევნების წინ გაახსენდათ

Nusagi

მე ვთვლი, რომ მეგის ქარდავას ამბავმა გვაჩვენა კიდევ ერთხელ, როგორი ღრმა პრობლემა გვაქვს, როცა გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ ტიპის დანაშაულში მხილებულ ადამიანს საარჩევნო ამოცანებისთვის უკეთებს ექსტრადირებას არჩევნების წინ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მეგის ქარდავა სწორედ არჩევნების წინ გაახსენდათ და კანონის უზენაესობის დაცვა რეალურად არაფერ შუაშია.

„აქამდე კი არ აინტერესებდათ, ახლა დააინტერესათ. მათი ამოცანაა, არა კანონის უზენაესობის დაცვა, მართლმსაჯულების განხორციელება ან რეალურად რამის გამოძიება და დამტკიცება, არამედ პიარისთვის და პროპაგანდისთვის ამის გამოყენება. ამასაც წერტილი უნდა დავუსვათ ჩვენ მომავალში, როდესაც მართლმსაჯულება რეჟიმისთვის არის მხოლოდ პროპაგანდის ინსტრუმენტი და არაფერი სხვა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ: 17 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ უკრაინიდან მისი საქართველოში ეტაპირება განხორციელდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,236,837 ნახვა
%d bloggers like this: