ex-sticky პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: სიზმარში რეიგანთან მქონდა რომანი, აფხაზეთი პუტინს წავართვი და კლინტონთან ყავის დასალევად გავიპარე

Nusagi

„დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკურ სიზმრებს ხედავს.

მისი თქმით, სიზმარში რეიგანთან ჰქონდა რომანი, აფხაზეთი დაიბრუნა და კლინტონთან ერთად ყავის დასალევად გაიპარა.

„პოლიტიკური სიზმრების სერიალები მაქვს. თან გაგრძელებებით. ერთი, პუტინს წავართვი აფხაზეთი, ოღონდ სრული სერიოზულობით, მახსოვს დეტალები, დელეგაციით როგორ შევედი.

კლინტონთან მაქვს მრავალწლიანი მეგობრობა იმდენად ხშირად მესიზმრება, თითქოს ჩავდივარ ვაშინგტონში, გავიპარეთ, ყავა დავლიეთ… იმას ჰქონდა არჩევნები, ჩამოვიდა და მე დავასვენე. ყველა სიზმარი გრძელდება იქიდან, სადაც დაასრულდა.

აქ რომ იყო ჩამოსული, დელეგაციაში ვიყავი ერთი რიგითი ჭანჭიკი, ხელი უნდა ჩამომერთმია. მართლა მქონდა მოლოდინი რომ უნდა მომეკითხა, იმდენად სიზმრებში ხშირად ვხედავდი.

რომანი მქონდა რეიგანთან.რომელმაც ჩამომაკითხა აქ ყვავილებით…“, – ამბობს ელენე ხოშტარია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,990,097 ნახვა
%d bloggers like this: