პოლიტიკა

ფარულ ჩანაწერებში მოხსენიებულ პირებზე დაუშტრიხავად პირადი ინფორმაციის გავრცელება კანონდარღვევაა

Nusagi

„ქართული ოცნების“ წევრის, კახა კახიშვილის განცხადებით, ე.წ. ფარულ ჩანაწერებში მოხსენიებული პირების შესახებ მედიასაშუალებებში დაუშტრიხავად პირადი ინფორმაციის გავრცელება კანონდარღვევაა და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორი და სახალხო დამცველი არ უნდა დუმდნენ. ამის შესახებ მან”პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” ისაუბრა.

კახიშვილის თქმით, აღნიშნული კანონდარღვევაა მაშინაც, თუკი ფაილები ავთენტურია.

„მე უკვე რამდენიმე კვირაა თვალს ვადევნებ ამ საქმეს და ძალიან მაინტერესებს, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის პოზიცია, რომელიც საერთოდ დუმს ამ საკითხზე. დუმს ამ საკითხზე როგორც იმ კუთხით, თუ რა ფაილებია და როგორ არის. მეორეა, როდესაც სულ რომ ავთენტური ყოფილიყო, ფაქტობრივად, დაუშტრიხავად ავრცელებენ ყველანაირი მედიასაშუალებებით ადამიანების პირად ცხოვრებას. რა მნიშვნელობა აქვს, ავთენტურია თუ არ არის ავთენტური, მოგონილია თუ – არა, როდესაც გვარს და სახელს აცხადებენ ღიად, ეს არ არის დარღვევა? – ამ შემთხვევაში, რას აკეთებს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი? მე ყოველ შემთხვევაში, არც მოწოდება მინახავს მისი მხრიდან და სხვათა შორის არც სახალხო დამცველის მხრიდან. მოსმენა არის ერთი პრობლემა, გამოძიება გაარკვევს საიდანაა და რა მოხდა, მაგრამ მეორე პრობლემაა, დავუშვათ და მოსმენაა და არის რაღაც ოპერატიული მასალა, A-ს და B-ს შორის გვარის და სახელის მითითება რომ ხდება მედიაში, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს“, – განაცხადა მან.

კახიშვილი განცხადებით, უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს ამ საქმის გამოძიება და დადგინდეს ავთენტურია თუ არა გავრცელებული მასალები.

„პირველ რიგში, გასარკვევია საიდანაა, ავთენტურია თუ არა. ნამდვილად ბევრმა ადამიანმა ამოიცნო. ე.ი. რაღაც ნაწილში ავთენტურია, მაგრამ ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავთენტურ მასალას, შეიძლება, დაემატოს არაავთენტური. ავთენტურ მასალას უბრალოდ მატარებლის ფუნქცია ექნება და არაავთენტურიც გაჰყვება. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, უმოკლეს ვადაშია გამოსაძიებელი. მოლოდინიც მაქვს და მოთხოვნაცაა ასეთი, რომ აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული სკრუპულოზურად და ყველა ადამიანმა, ვინც მიიღო მონაწილეობა ამაში, ალბათ, პასუხიც უნდა აგოს. მეორე საკითხია, როდესაც დღეს, 2-3 კვირის მანძილზე და ჩვენ არ ვიცით კიდევ არჩევნებამდე რა მასალები გამოქვეყნდება და რა სიმძიმის მასალები გამოქვეყნდება. ჩვენ ხომ ლოგიკა გვაქვს, ჩვენ ხომ კარგად გვესმის, ახლა, ყველაზე მძიმე არტილერია იქნება უკვე არჩევნების პერიოდში იმიტომ, რომ აშკარაა, ეს მასალები იყო ზუსტადაც გამოქვეყნებული საარჩევნო მიზნებისთვის“, – განაცხადა კახიშვილმა.

მისივე თქმით, მოსმენების კუთხით მთელ მსოფლიოში მძიმე ვითარებაა.

„ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში. რეალურად, ძალიან მძიმე ვითარებაა ამ კუთხით მთელს მსოფლიოში. აბსოლუტურად ყველა სპეცსამსახური ცდილობს, ყველას მოუსმინოს და არაერთი სკანდალის მომსწრეებიც გავხდით. თუნდაც, ცნობილი სკანდალი, როდესაც გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ორი ქვეყნის სპეცსამსახური უსმენდა. გერმანიის კანცლერზე ვლაპარაკობთ, რომელმაც ვერ უზრუნველყო ანტიმოსმენის ღონისძიებების უზრუნველყოფა. ქვეყნის პირველი პირია და მას მოუსმინეს ისე, როდესაც მთელი ქვეყნის სპეცსამსახური მუშაობდა იმაზე, რომ ზუსტადაც არ მოუსმინონ. ამ ვითარებაში, არცერთს არ გვაქვს განცდა, არ ვსაუბრობ ახლა ქართულ სპეცსამსახურზე, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები არ გვისმენენ. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი გააჩნია ბევრ ქვეყანას. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ვინმე დაზღვეული იყოს ამ ქვეყანაში, პოლიტიკოსი იქნება თუ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სხვა პირი, რომ არ იყოს ინტერესის ობიექტი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის“, – განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,971 ნახვა
%d bloggers like this: