უცხოური მედია

„ყველამ თავისი საქმე აკეთოს“- პერმის უნივერსიტეტში, სროლის დროს პედაგოგმა ლექცია არ შეწყვიტა

Nusagi

პერმის უნივერსიტეტში, სადაც სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა, ერთ-ერთმა პედაგოგმა, ოლეგ სირომიატნიკოვმა უარი თქვა ლექციის შეწყვეტაზე და განაცხადა, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ ლექტორის უცნაურ ქცევას.

„როდესაც სტუდენტებმა მაცნობეს, რომ მერვე კორპუსში შეიარაღებული თავდამსხმელია, მე დეკანს დავურეკე, ჩემს ხელმძღვანელობას. მან მითხრა, რომ ლექცია უნდა გამეგრძელებინა. ცოტა მეცინებოდა, როდესაც მერხების ქვეშ მსხდომ სტუდენტებს ვუყურებდი, როგორ წერდნენ კონსპექტებს. ყველამ თავისი საქმე აკეთოს, რა უნდა მექნა, ვმჯდარიყავი ჩუმად და მეყურებინა სტუდენტებისთვის? გავაგრძელე ლექცია“,- გამოცემა 59܂ru. ციტირებს სირომიატნიკოვის სიტყვებს.

როდესაც აუდიტორიაში ერთ-ერთი სტუდენტის დედა შევარდა და თქვა, რომ საჭირო იყო, კარის ჩაკეტვა, პედაგოგი დათანხმდა. „კარგი, ჩაკეტეთ“- უთხრა მან და ლექცია გააგრძელა. მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სროლის ხმა ესმოდა, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. როდესაც სტუდენტებმა ჩურჩული დაიწყეს, შენიშვნა მისცა. 

„ბავშვებო, ხელს მიშლით. თქვენი საქმით დაკავდით. იცოდეთ, რომ ამ მასალას ჩავიბარებ. არ გინდათ სწავლა- ნუ ისწავლით, ძალით ვერაფერს გაიძულებთ. სასაცილო იქნებოდა, ვიღაც შემოსულიყო ავტომატით ეიძულებინეთ“,-განუცხადა მან შეშინებულ მოსწავლეებს.

როგორც სტუდენტები ამბობენ, ლექცია პოლიციელებმა ჩაშალეს, რომლებმაც მათ სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდეს. აუდიოჩანაწერზე, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა, ქალის ხმა ისმის :„ფორსმაჟორები ხშირად ხდება, მთავარია, რომ გადავრჩით“, რაზეც სირომიატნიკოვი პასუხობს: „ისედაც გადავრჩებოდით, უნდა დაგვესრულებინა ლექცია“.  

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,709 ნახვა
%d bloggers like this: