პოლიტიკა

გუშინ ვიხილეთ პოლიტიკური ოპოზიციის სავალალო მდგომარეობა, მერე შედეგებზე გექნებათ პრეტენზიები

Nusagi

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე თბილისის მერობის კანდიდატების დებატებს ეხმაურება და წერს:

„გუშინდელ დებატებში ოგბუნუჯუ მე-2 ადგილზე გავიდა, სულ არ აინტერესებდა ვინაა კალაძე. დანარჩენებს სწორება კახიზე ჰქონდათ.

მერე სელფები გადაუღიათ. კალაძემ ოგბუნუჯუსთან გადაიღო, დანარჩენებმა კახისთან. ბოლოს ყველამ ერთად კალაძეს წერილები ჩაუდეს ჯიბეში, ამომრჩეველთა თხოვნებით. ვხუმრობ, მაგრამ ყოველ ხუმრობაში არის ცოტაოდენი ხუმრობაო.

დებატები არაა ტოკ-შოუ, გზად სახინკლეში რომ შეივლი, ან სილამაზის და სტუდიაში საძიძგილაოდ მიხვალ. მთელი შენი შტაბი უნდა მუშაობდეს სათითაო ფრაზაზე, გზავნილზე, ინტონაციებზეც კი, რა უნდა თქვა წარდგენისას, ვის რა კითხვა დაუსვა, შესაძლო კითხვებზე რა უპასუხო, გათვლილი უნდა გქონდეთ ყველა წვრილმანი…ვერც კი გაიაზრეს, რომ კალაძეზე ორიენტირით, მას მეტი დრო მისცეს ხალხთან სასაუბროდ. ეს ხომ ელემენტარულია?! ჯამში მიიღეთ მოქმედი და მომავალი მერის შეხვედრა ამომრჩეველთან.

პარტიები. მთავარი ოპოზიციური პარტია გაიქცა, გახარია არადამაჯერებელი იყო (ვისაც სურს, შეიძლება დეტალურად), სხვა პარტიებმა თუ გაიაზრეს ვინ წარადგინეს მერებმა და რა მიზნით, რა შედეგისთვის? ერთადერთი, გია გაჩეჩილაძემ ტრიბუნა თავისი პოლიტიკური გზავნილების გასახმოვანებლად გამოიყენა.

მიჩვეულები ვართ ერთი-ერთზე დებატებს და ყაყანს. მთავარ კანდიდატებს ფირმატი არ მოეწონათ. კალაძესთან სურდათ, პირისპირ… ერთი გაიქცა, მეორემ ირონიულად გამოხატა დამოკიდებულება…არადა, ასეთი დებატებია მთელ მაოფლიოში.

გუშინ დავდე 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო დებატების ფოტო (იხ. ჩემს გვერდზე). ზუსტად ასეთ დებატებში, რამდენიმე წუთში უნდა შესძლო სხვაზე უკეთ წარსდგე. როგორც სატელევიზიო რეკლამებში გაქვთ არასწორი გზავნილები, მოქმედი მერის გარდა, იგივე მცდარი სტრატეგია გქონდათ გუშინ. კალაძე კლიპებში ესაუბრება თბილისელებს, თქვენ ემზადებით რევოლუციისთვის. გუშინ ვიხილეთ მთელი პოლიტიკური ოპოზიციის რეალური სავალალო მდგომარეობა. მერე შედეგებზე გექნებათ პრეტენზიები. მოკლედ, შორს ვართ ჯერ…“

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,101 ნახვა
%d bloggers like this: