მედიცინა

მაბრალებენ, რომ მძიმე რაღაცებს ვამბობ, აღარ ვიცი, რა ვთქვა ხოლმე – პაატა იმნაძე

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, ორსულებში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ორსულების აცრა მნიშვნელოვანია.

„ორსულები, სამწუხაროდ ცოტა, მაგრამ მაინც იცრებიან. საჭიროა, ორსულები აიცრან, რადგან იმდენად დიდი ტრაგედიაა, ორსულს კორონავირუსი შეხვდეს.

მერე მაბრალებენ, რომ მძიმე რაღაცებს ვამბობ, მაგრამ რეალობას ვამბობ ხოლმე. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელიც ჩვენ გარშემო არსებობს .

გრიპს ადარებენ ხოლმე კორონას. გრიპის პანდემიის დროს ჩვენ ორი წლის განმავლობაში 8 ორსული დაგვეღუპა. ბოლო 2 თვეში კი ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. აღარ ვიცი ხოლმე უბრალოდ რა ვთქვა, საშინელებაა ეს. მე და ჩემი მეგობრები ვცდილობთ მივიტანოთ ინფორმაცია ვაქცინაციის დანიშნულებაზე საზოგადოებამდე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,013 ნახვა
%d bloggers like this: