პოლიტიკა

სებასტიან კურცი: ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ

Nusagi

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრისა და ავღანეთის თემაზე მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართული მაღალი დონის დისკუსიებში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ სებასტიან კურცი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

დიდი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენი კარგი შეხვედრისა და ავღანეთის თემაზე მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართული მაღალი დონის დისკუსიებში მონაწილეობისთვის.

ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ. ჩვენ ახალი კორონავირუსის პანდემიის დროსაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, – წერს სებასტიან კურცი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ იორკში სებასტიან კურცთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის დიალოგში ავღანეთის თემაზე, რომელიც ავსტრიის კანცლერის ორგანიზებით გაიმართა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,964,146 ნახვა
%d bloggers like this: