სპორტი

ქუთაისის ტორპედოზე ნიუსი დაწერეს, კუჭავა საარჩევნოდ ჩემპიონთა ლიგის მოგებას დაჰპირდაო

Nusagi

დღეს არცერთ ქართულ გუნდს არ აქვს შანსი, ლიგის ეტაპზეც კი გავიდეს. ესაა რეალობა. ეს იყო ხუმრობით ნათქვამი ქუთაისის ტორპედოზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „არჩევნები 2021“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა კუჭავას რეგიონებში კანდიდატების წარდგენის დროს გაკეთებული განცხადებები შეახსენა, რომლის გამოც, ის გააკრიტიკეს. კერძოდ, ასპინძის ტურისტული პოტენციალისა და ტორპედოს ჩემპიონთა ლიგაში პერსპექტივის გამო.

„ქუთაისის ტორპედო, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს, ძალიან ცუდ დღეშია. იყო ინვესტორი, რომელმაც არათუ იმედები ვერ გაამართლა, ვალები დატოვა. წარდგენის დროს, იქ შემთხვევით აღმოჩნდა ახალი მფლობელი, რომელმაც აუქციონში გაიმარჯვა. ვალები უკვე გაისტუმრა, ვიცნობ მას და აქვს შესაძლებლობა, („ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტზეა“ საუბარი), ფეხბურთის ქომაგიცაა და ნამდვილად აქვს უნარები, გუნდი კარგად მართოს. ეს იყო ხუმრობით ნათქვამი. დღეს არცერთ ქართულ გუნდს არ აქვს შანსი, ლიგის ეტაპზეც კი გავიდეს. ესაა რეალობა. ეს იყო ხუმრობით ნათქვამი, რომელიც მფლობელს ხელითაც ვანიშნე. სამწუხარო, ვიღაცამ გამოიყენა. სხვა ვერაფერი ვერ ნახეს. როგორც ასპინძაზე იხუმრეს თუ იცინეს, თითქოს, ასპინძას ტურისტული პოტენციალი არ აქვს, ასევე ტორპედოზე ნიუსი დაწერეს, კუჭავა საარჩევნოდ ჩემპიონთა ლიგის მოგებას დაჰპირდაო. ნუ, ამას სერიოზულად არ უნდა გავცეთ პასუხი!“, – განაცხადა კუჭავამ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,709 ნახვა
%d bloggers like this: