მეცნიერება

აშშ-ში covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა-ცხვირის სფრეი შექმნეს

Nusagi

ვირუსი SARS-CoV-2 შესუნთქვის შედეგად ცხვირის ლორწოვან გარსში მარტივად ხვდება და მნიშვნელოვანია, სანამ ის ამ ბუნებრივი ბარიერიდან ფილტვებისკენ გადაინაცვლებს, ცხვირის ღრუშივე მოხდეს მისი განეიტრალება, სწორედ ასეთი, მანეიტრალიზებელი პრეპარატი შექმნეს ჰიუსტონის უნივერსიტეტში, რომელიც მყარ ადგილობრივ იმუნიტეტს უზრუნველყოფს შესუნთქული პათოგენის მიმართ. ინფორმაცია iScience-ში გამოქვეყნდა. 

„ლორწოვანი გარსის ვაქცინაციას შეუძლია როგორც სისტემური იმუნიტეტის, ასევე ლორწოვანი გარსის იმუნიტეტის სტიმულირება. უკეთესი კი იმით არის, რომ არ წარმოადგენს ინვაზიურ პრეპარატს და შეუძლია მოიცვას მოსახლეობის დიდი ნაწილი“,-აცხადებს ჰიუსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ნავინ ვარადარაჯანი.

მისივე თქმით, ლორწოვანი გარსის ვაქცინებს სუსტი მხარეც აქვს, რადგან საკმარის ანტიგენს არ შეიცავს. ამიტომ  ჰიუსტონის უნივერსიტეტის პროფესორებმა ორგანიზმის უკეთესი იმუნური რეაქციის მისაღებად ფარმაცეპტული კოლეჯის- UH-ს სპეციალისტებთან ერთად იმუშავეს. 

მეცნიერებმა  დამხმარე სუბსტანციის, სახელად NanoSTING-ის გამოცალკევება შეძლეს და ის თაგვების სხეულში შეუშვეს. ცდამ წარმატებით ჩაიარა. 

„ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, იწვევს სწრაფ იმუნურ რეაქციას, (7 დღეში) და SARS-CoV-2-ის მიმართ სრულფასოვან იმუნიტეტს აყალიბებს. ასევე, სამართლიანი გადანაწილებისთვის, აუცილებელია, რომ ვაქცინების ტრანსპორტირება მარტივად იყოს შესაძლებელი. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ნაზალური ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის“,-აცხადებენ მეცნიერები. “.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,904 ნახვა
%d bloggers like this: