სამართალი

ნაფიცმა მსაჯულებმა კლინიკის დირექტორის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს განაჩენი გამოუტანეს

Nusagi

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პოლიციის მაღალჩინოსანი, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის განზრახ მკვლელობაში ცნო დამნაშავედ. ვერდიქტი,თელავის რაიონულ სასამართლოში  გამოცხადდა.

11 ნაფიცი მსაჯული, გადაწყვეტილების მისაღებად, თითქმის ათი საათის განმავლობაში მსჯელობდა. ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს, ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილის დაცვის მხარის პოზიცია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ყოფილმა პოლიციელმა მკვლელობა აფექტში ჩაიდინა.

გამოძიება, ზანდარაშვილს, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის შესაბამისად, სასჯელის დადგენაზე, მოსამართლე იმსჯელებს.

მკვლელობა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, 2020 წლის 25 დეკემბერს მოხდა. თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა თავისივე სამსახურებრივი იარაღით, პოლიციის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურა საჩიშვილი რამდენიმე გასროლით მოკლა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,199,055 ნახვა
%d bloggers like this: